გამგზავრება (Departures) - ჩამოსვლა (Arrivals)
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს პირველი და უმთავრესი საჰაერო კარიბჭეა. ის წარმოადგენს როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ფრენების მთავარ ცენტრს საქართველოში. აეროპორტი აერთიანებს თანამედროვე ობიექტებს ეფექტურ სერვისებთან, რათა უზრუნველყოს მოგზაურთა შეუფერხებელი შემოსვლა.
ფრენის ჩამოსვლა
თვითმფრინავის დაშვებისთანავე მგზავრები გადაჰყავთ ჩამოსვლის ტერმინალში. თუ თქვენ საერთაშორისო დანიშნულების ადგილიდან ჩამოხვედით, გადამიმსამართებული იქნებით იმიგრაციის კონტროლისკენ. მიჰყევით აეროპორტის ნიშნებს შესაბამის ზონაში მოსახვედრად..
იმიგრაციის (პასპორტის) კონტროლი
უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლისას, პირველი ეტაპი, რასაც მგზავნრები გადიან არის იმიგრაციის (პასპორტის) კონტროლი, სადაც შეამოწმებენ თქვენს პასპორტს და სხვა საბუთებს. დარწმუნდით, რომ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები, მათ შორის პასპორტი და ვიზა (საჭიროების შემთხვევაში), თან გაქვთ. პროცესი ზოგადად სწრაფია, მაგრამ შეიძლება განსხვავდებოდეს მგზავრების მოცულობის მიხედვით.
ბარგის მიღება
იმიგრაციის კონტროლის გავლის შემდეგ, მგზავრები გადაინაცვლებენ ბარგის ასაღებ ზონაში, ეს ზონა მითითებულია ციფრულ ეკრანებზე თქვენი ფრენის ნომრების მიხედვით. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტროლები დიდი მოცულობის და რაოდენობის ბარგის გადასატანად. ბარგთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით აეროპორტის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების განყოფილებას ან თქვენი ავიაკომპანიის ბარგის სერვისს.
საბაჟო შემოწმება
ქვეყანაში ჩამოფრენის დროს, პასპორტ კონტროლის გავლის და ბარგის მიღების შემდეგი ეტაპი არის საბაჟო პროცედურები. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსაბაჟებელი ან თან გაქვთ ნივთები ან პროდუქცია, რომელიც დაშვებულ ლიმიტებს აღემატება ან საჭიროებს შემოწმებას და განბაჟებას, უნდა მიმართოთ სპეციალურად გამოყოფილ საბაჟო სივრცეს და შეავსოთ შესამამისი განაცხადები, დაადეკლალიროთ თქვენი ტვირთი და გადაიხადოთ შესაბამისი საფასური. ტვირთის განბუბაჟებლად გატანის მცდელობა შესაძლოა დასრულდეს ჯარიმით ან სხვა სამართლებრივი ქმედებით.
დეკლარირებას ექვემდებარება საკვები პროდუქტები, სიგარეტები, თამბაქო, ალკოჰოლი, იარაღი, ფეთქებადი ნივთები, პრეპარატები, ფსიქოტროპული საშუალებები, ანტიკვარული ნივთები, ხელოვნების ნიმუშები, მაღალი სიხშირის რადიომოწყობილობები, საკომუნიკაციო საშუალებები, მცენარეები და ცხოველები. ეს ნივთები უნდა დეკლარირდეს და გაიაროს საბაჟო შემოწმება. განბაჟების პროცედურები განსხვავდება ერთმანეთისგან განსაბაჟებელი ტვირთის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს აეროპორტის რეგულაციებისა და პოლიტიკის მიხედვით.
ჩამოსვლის დარბაზი და შეხვედრების ადგილი
ჩამოსვლის დარბაზი არის ადგილი, სადაც მგზავრები ხვდებიან თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ბიზნეს პარტნიორებს. ამ სივრცეში განთავსებულია საინფორმაციო მაგიდები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შეკითხვების არსებობის შემთხვევაში. აქ ასევე განთავსებულია ისეთი ობიექტები, როგორიცაა ბანკომატები, ვალუტის გადაცვლელი პუნქტები, მანქანის დაქირავების სერვისები და სხვა.
ტრანსპორტირება აეროპორტიდან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მარტივად უკავშირდება ქალაქს. ქალაქის ცენტრამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაქსით, ავტობუსებით და მანქანის დაქირავებით. ტაქსი ხელმისაწვდომია ტერმინალის გარეთ, ხოლო ავრობუსები დადიან რეგულარულად ქალაქის ცენტრისკენ.
მანქანის დაქირავება და ტაქსის მომსახურება
მანქანების დაქირავებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოების დახლებს, რომლებიც განთავსებულია ჩამოსვლის დარბაზში. ტაქსებისთვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ აეროპორტში არსებული ოფიციალური ტაქსის სერვისი სამართლიანი ფასებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ან გამოიძახოთ მობილური აპლიკაციების დახმარებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ავტობუსები და მიკროავტობუსები აკავშირებენ აეროპორტს ქალაქის სხვადასხვა ნაწილებთან. ავტობუსის გაჩერებები განლაგებულია ტერმინალის გარეთ და განრიგი ხელმისაწვდომია ონლაინ ან საინფორმაციო დაფებზე.
თბილისის აეროპორტში, ავტობუსი ნომრით 337 ასრულებს მარშუტს აეროპორტიდან თბილისის ცენტრისკენ და უკან. ეს ავტობუსი მუშაობს შეზღუდული გრაფიკით დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, გამოდის ყოველ 15-20 წუთში. გზა თბილისის ცენტრიდან აეროპორტამდე დაახლოებით 60 წუთია. ბილეთის ფასი ავტობუსზე არის 1 ლარი და მისი გადახდა შესაძლებელია ავტობუსში ბანკის ან სამგზავრო ბარათის მეშვეობით. ავტობუსი 337 წარმოადგენს საჯარო ტრანსპორტს, რომელიც არის კომფორტული, მოდერნული, აღჭურვილია კონდიციონერით და აქვს ბევრი სივრცე ბარგისთვის.
სასტუმროები და განთავსება თბილისში
თბილისში, როგოც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ცენტში განთავსებისთვის მრავალფეროვანი არჩევანია, სასტუმროების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც აეროპორტში განთავსებულ დახლებზე ჩამოსვლის დარბაზში, ასევე ონლაინ და სატელეფონოდ. ზოგიერთი სასტუმრო მგზავრებს სთავაზობს ტრანსფერით მომსახურებასაც.
აეროპორტის ობიექტები და მომსახურება
აეროპორტში განთავსებულია სხვადასხვა ობიექტები და მგზავრებს სათავაზობს რამდენიმე უფასო სერვისს, მათ შორის უფასო Wi-Fi-ს და დამტენის სადგურებს. აქ განთავსებულია სასადილოები და ლაუნჯებიც. სპეციალური საჭიროების მქონე მოგზაურთათვის დახმარების სერვისები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.
ტრანზიტული ფრენები
თუ გაქთ ტრანზუტილი ფრენა და გიწევთ მეორე თვითმფრინავში გადაჯდომა, მიჰყევით სატრანსფერო ზონის ნიშანს. დარწმუნდით, რომ მზად გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი და მხედველობაში იქონიეთ თქვენი ტრანზიტული ფრენის ჩასხდომის დრო.
რჩევები მშვიდი ჩამოსვლისთვის
წესრიგში იქონიეთ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები, გაითვალისწინეთ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. თუ არ იცნობთ ადგილობრივ ენას, ფრაზების წიგნი ან მთარგმნელობითი აპლიკაცია დაგეხმარებათ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლა მარტივი და კომფორტული პროცესია. თავისი ეფექტური მომსახურებითა და მეგობრული დამხმარე პერსონალით, მოგზაურები აეროპორტიდანვე გრძნობენ ქართულ სტუმართმოყვარეობას, რაც უზრუნველყოფს მათ სასიამოვნო დასვენებას საქართველოში.
გამგზავრება და გამგზავრების პროცედურები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ფრენისთვის წინასწარ მომზადება თავიდან აგარიდებთ სტრესს გამგზავრების წინ. დარწმუნდით, რომ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები წესრიგშია, შეამოწმეთ თქვენი ფრენის სტატუსი ონლაინ რეჟიმში და მიდით აეროპორტში საერთაშორისო ფრენამდე მინიმუმ 3 საათით ადრე, ხოლო შიდა ფრენამდე 2 საათით ადრე.
ტრანსპორტირება აეროპორტამდე
აეროპორტი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ-ში. მისვლა შეგიძლიათ ტაქსით, ავტობუსით ან პირადი მანქანით. აეროპორტში მისვლისთანავე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი ფრენის სტატუსი ელექტრონულ ეკრანებზე, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საინფორმაციო ცენტრს ან აეროპორტის შესაბამის პერსონალს.
რეგისტრაციის (ჩექ-ინის) გავლა
რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ავიაკომპანიის დახლებზე ან თვითმომსახურების ჯიხურების მეშვეობით. დარწმუნდით, რომ თქვენი პირადობის მოწმობა/პასპორტი და ბილეთი თან გაქვთ. შემოწმების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ჩასხდომის ბილეთს და შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგი.
უსაფრთხოება და მგავრების შემოწმება
ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს უსაფრთხოების შემოწმება მეტალოდეტექტორით, შემოწმებას ექვემდებარება ასევე ხელბარგი. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში არ დაიშვება 100 მლ-ზე მეტი მოცულობის სითხე, გარკვეული ზომის ლითონის საგნები და ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობები. ამ პროცესის დროს თანამშრომლობა და მოთმინება უზრუნველყოფს სწრაფ გადასვლას ჩასხდომის სივრცეში.
Duty Free და შოპინგი თბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტი გთავაზობთ შოპინგის მრავალფეროვან ვარიანტს. აქ განთავსებულ Duty Free სივრცეში დაგხვდებათ პროდუქციის მრავალფერობანი ასორტიმენტი ადგილობრივი სუვენირებიდან დაწყებული საერთაშორისო ბრენდებით დამთავრებული, რათქმაუნდა, გადასახადებისგან თავისუფალ ფასებში.
კაფეები და ლაუნჯები
თბილისის აეროპორტში არსებული კაფეები და საკვები ობიექტები მრავალფეროვნია და მორგებულია სხვადასხვა გემოვნებაზე.
აეროპორტში არის Primeclass დარბაზი, რომელიც ხელმისაწვდომია პირველი და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის. ამ დარბაზში შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია ბუფეტით, ასევე, დააგემოვნოთ სასმელები, ისარგებლოთ ტელევიზორით, ინტერნეტით, საბეჭდი მოწყობილობებით და კომფორტული მოსაწევი სივრცით.
გარდა ამისა, აეროპორტში დაგხვდებათ სხვადასხვა კვების ობიექტები და თანამედროვე რესტორნები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა კერძები და სასმელები, ხოლო დანარჩენი დრო გაატაროთ სპეციალურად გამოყოფილ, კომფორტულ და მყუდრო მოსასვენებელ სივრცეში.
Wi-Fi და დამტენი სადგურები
უფასო Wi-Fi ხელმისაწვდომია მთელ აეროპორტში, დამტენი სადგურები კი მოხერხებულად არის განლაგებული მოსაცდელ ადგილებში, რათა მგზავრებმა დატენონ თავიანთი მოწყობილობები.
ბორტზე ჩასხდომა
არ დაგავიწყდეთ თვალი ადევნოთ ინფორმაციას ფრენების და ჩასხდომის შესახებ. ჩასხდომა, ჩვეულებრივ მთავრდება გამგზავრებამდე 20 წუთით ადრე, აიტომ დარწმუნდით, რომ დროულად გამოცხადდებით თქვენი ფრენის ჩასხდომის სივრცეში.
სპეციალური დახმარება
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ მოითხოვონ სპეციალური დახმარება. აეროპორტი უზრუნველყოფს გადაადგილების პრობლემების მქონე პირთა მომსახურებებს, მათ შორის ინვალიდის ეტლით წვდომას და პერსონალიზებულ მხარდაჭერას.
რჩევები მოგზაურებს
ყოველთვის გქონდეთ ხელთ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები, იყავით ჰიდრატირებული და თუ საყიდლებზე ხართ, გაითვალისწინეთ თქვენი ფრენის ჩასხდომის დრო. ნებისმიერ სიტუაციაში, აეროპორტის პერსონალი მზად არის დასახმარებლად.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება მარტივი და მოსახერხებელი პროცესია, თუ კარგად ხართ მომზადებული. თავისი თანამედროვე საშუალებებითა და ეფექტური სერვისებით, აეროპორტი უზრუნველყოფს თქვენი მოგზაურობის სასიამოვნო დასაწყისს.
გაქვთ კითხვა ან კომენტარი?
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიტოვეთ კომენტარი.