თბილისი-ვარშავა / ვარშავა-თბილისი ავიაბილეთები

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-ვარშავა?

ვარშავა

ზოგადი აღწერა

პოლონური სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და ქვეყნის დედაქალაქის სტატუსს 1596 წლიდან ატარებს.

ხშირად მკვლევარები ვარშავას ფენიქსს ადარებენ, ქალაქი, რომელიც მსოფლიო ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ დაფერფლილა ცეცხლში, მაგრამ გამარჯვებული და გაძლიერებული აღმდგარა. ქალაქის სიმბოლო არის ქალთევზა, რომელმაც ლეგენდის თანახმად ერთ-ერთი პრინცს დღევანდელი ვარშავის ადგილზე ქალაქის გაშენება უბრძანა. მისი ისტორიიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვარშავის მოტოა „Contemnit Procellas“, რაც „შტორმთან მებრძოლს“ ნიშნავს.

გეოგრაფია და ისტორია

ვარშავა პოლონეთის აღმოსავლეთ ცენტრალურ ნაწილში მდინარე ვისტულას ნაპირებზე მდებარეობს. მეორე მსოფლიო ომამდე იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლებოდა. ომისდროინდელმა ნგრევამ თავისი გავლენა იქონია ქალაქის არქიტექტურასა და მოსახლეობის კოლექტიურ მეხსიერებაზე, მაგრამ ვარშავა დღემდე დგას ამაყად და არც ტურისტების ნაკლებობას უჩივის ყოველწლიურად.

ძველი ვარშავა - ასე ეწოდება ქალაქის ისტორიულ ნაწილს, რომელიც ათობით ასწლეულების კულტურასა და არქიტექტურას ინახავს. თავისი უნიკალური სტილის გამო იგი შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

დღეს ვარშავა ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე იაფი, მაგრამ ამავე დროს ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქალაქია. იგი წარმოადგენს დიდი ბიზნეს თუ პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინების ადგილსამყოფელს, საიდანაც იმართება ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი.

მოსახლეობა

ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობას პოლონელები შეადგენენ, თუმცა აქ ფართოდ არიან წარმოდგენილნი ბალტიისპირეთის ქვეყნების, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეროვნული უმცირესობები, მათ შორის უკრაინელები და ქართველები.

ღირსშესანიშნაობები

ვარშავის დამთვალიერებლების საყვარელი სანახაობების სიაში შედის ეროვნული სტადიონი და ქალაქის მერიის შენობა, რომელიც ისტორიული ნაგებობაა.

სიმწვანის და ჯანსაღი ჰაერის მოყვარულებს შეუძლიათ დაისვენონ სასკის პარკში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ ქალაქში.

თანამედროვე ნაგებობებს შორის აღსანიშნავია 2014 წელს გახსნილი ვარშავის პოლონელ ებრაელთა ისტორიის მუზეუმი, რომელიც პოლონეთში ებრაელების ცხოვრების ათასწლოვან ისტორიას მოიცავს.

ვარშავა განთქმულია თავისი უძველესი თუ შედარებით თანამედროვე სასახლეებით. მათი უმეტესობა ქალაქის ძველ ნაწილშია განლაგებული, როგორიცაა სამეფო სასახლე, მაგრამ შედარებით თანამედროვეებიდან განსაკუთრებით პოპულარულია კულტურისა და მეცნიერების სასახლე, 1955 წელს საბჭოთა პერიოდში აგებული 237 მეტრი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც თავისი სიმაღლით მეექვსეა ევროკავშირში. დღეს კულტურისა და მეცნიერების სასახლე კინოთეატრების, სპორტ-კლუბების, უნივერსიტეტების ფაკულტეტებისა და სხვა დაწესებულებების ადგილია.

განათლება

გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობისა, დიდია ვარშავის საგანამანათლებლო როლი ევროპულ სივრცეში. აქაა მსოფლიოში სახელგანთქმული და პოპულარული ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და მრავალი სხვა.





ბოლო კომენტარები

გიორგი

2023-12-06 12:12:01
ვარშავაში მინდა წასვლა იანვარი-თებერვლის პერიოდში და ყველაზე იაფად რომელ რიცხვებში მირჩევთ ბილეთების ყიდვას?