ისრაელის უმთავრესი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით 40 კმ-ის სიშორეზე მდებარეობს. მისი ისტორია 1909 წლიდან იწყება, როდესაც აქ პირველი ებრაული დასახლებები შეიქმნა, მაგრამ ქალაქს გაცილებით დიდი ისტორია აქვს: იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ ხაფას ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, რომელსაც ოფიციალურად 1950 წელს შეუერთდა.
გამოცემა „ფორბსმა“ თელ-ავივს მიუძღვნა სტატია, სახელწოდებით, „ქალაქი, რომელსაც არ სძინავს“, ხოლო გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ მას “ხმელთაშუაზღვისპირეთის თანამედროვეობის დედაქალაქი” უწოდა. თელ-ავივი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გულია. აქ განთავსებულია სახელმწიფო უწყებების აბსოლუტური უმრავლესობა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და უცხო სახელმწიფოების საელჩოთა უმრავლესობის ჩათვლით. თელ-ავივში საელჩოები აქვთ გახსნილი იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმს ჯერჯერობით ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებენ.
მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული პოლიტიკური და სამხედრო ვითარებისა, თელ-ავივი ისრაელსა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული ქვეყანაა კრიმინალის დაბალი დონითა და საზოგადოებრივი წესრიგით.
ქალაქი ერთმანეთში აერთიანებს ანტიკური ხანის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც იუნესკოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი, და თანამედროვე კლუბურ ცხოვრებას, ლამაზი, გრძელი სანაპიროებითა და კულტურული მრავალფეროვნებით. იუნესკოს სიაშია შესული ქალაქის ნაწილი, რომელსაც „თეთრი ქალაქის“ სახელით მოიხსენიებენ: ესაა ტერიტორია ხმელთაშუა ზღვას (დასავლეთი), იარკონის მდინარეს (ჩრდილოეთი), ალენბის ქუჩასა (სამხრეთი) და იბნ გვიროლის ქუჩებს შორის, რომელიც ყველაზე განთქმულ თეთრი ფერის შენობებს აერთიანებს. სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ეს ადგილი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებში. განსაკუთრებით შეინკინის ქუჩა, რომელიც მოდური მაღაზიების, ძველი ანტიკური ნივთების გამოფენისა თუ კაფე-რესტორნების სიმრავლეს არ უჩივის. ამ ქუჩას ისრაელის მოქალაქეები თელ-ავივის სიმბოლოდ აღიქვამენ, რომელიც ქალაქის რთული ისტორიის დადებით და უარყოფით მომენტებს აერთიანებს.
მოსახლეობის უმრავლესობა ებრაელია, თუმცა თელ-ავივი ჭეშმარიტად ინტერნაციონალური ქალაქია, რომელიც ყველა რასის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ მაღალი ტოლერანტობით გამოირჩევა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს წარმომავლობას, სავარაუდოდ, რომელიღაც პატარა მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაში თქვენს ეროვნულ სამზარეულოსაც აღმოაჩენთ.
ზოგიერთი თელ-ავივს მულტიკულტურულ, სეკულარულ და ლიბერალურ ქალაქად მოიხსენიებს, ზოგი კი მატერიალისტურად და ჰედონისტურად. რაც არ უნდა იყოს, თელ-ავივი თავისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე ყველა გემოვნების ადამიანს ჰგუობს. იგი ისრაელის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრია.
ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქში არის ცხელი ზაფხული და თბილი ზამთარი, რაც დამსვენებელს ყოველთვის კომფორტულ გარემოს უქმნის.
გაქვთ კითხვა ან კომენტარი?
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიტოვეთ კომენტარი.