თბილისი-მილანი / მილანი-თბილისი ავიაბილეთები

როდისაა ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე თბილისი-მილანი?

მილანი

ზოგადი აღწერა

მილანი ჩრდილოეთ იტალიური რეგიონის, ლომბარდიის, დედაქალაქი და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური და სავაჭრო ცენტრია. ისტორიულად მას ყოველთვის ჰქონდა პირველობაზე პრეტენზია და ბევრს დღესაც მიაჩნია, რომ მილანი უნდა გამხდარიყო გაერთიანებული იტალიური სახელმწიფოს დედაქალაქი მე-19 საუკუნეში. თუმცა მისი პერიფერიაში არსებობა სულაც არ აკნინებს ქალაქის როლს. ზოგიერთი მას იტალიის „მორალურ დედაქალაქად“ მოიხსენიებს, რაც მილანის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და კულტურაზე მიუთითებს.

გეოგრაფია და ისტორია

მილანი 182 კვ. კმ-ზეა გაშენებული და მისი მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 1.35 მილიონ ადამიანს. ქალაქის ისტორია ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან იწყება. იგი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს თამაშობდა რომის იმპერიაში. სწორედ აქ გამოსცა 313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მილანის ედიქტი, რომლის მიხედვით იმპერიაში ქრისტიანების დევნა შეწყდა და ყველა სარწმუნოების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკა გამოცხადდა.

ქალაქი მდინარე პოზეა გაშენებული. ახასიათებს ზომიერი კლიმატი, ზაფხულში +25 - +30, ზამთარში -1 - +10 გრადუსის ფარგლებში.

ფუნქცია

მილანს ხშირად „მოდის დედაქალაქს“ უწოდებენ, თუმცა მოდა არ არის ერთადერთი რამ, რაც ვიზიტორებს მილანში სტუმრობისკენ ან ცხოვრებისკენ უბიძგებს. არ არსებობს თითქმის არც ერთი სფერო, რომელიც მილანში სერიოზულად არ არის განვითარებული. იგი გლობალური ქალაქის სახელს ატარებს, სადაც განვითარებული და დაწინაურებულია ფინანსური ინდუსტრია, ხელოვნება, ვაჭრობა, განათლება, მედია, სამეცნიერო კვლევა, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, სოფლის მეურნება, საქონელწარმოება, მძიმე ინდუსტრია და ა.შ. თავისი მრავალფუნქციურობის გამო იტალიაში არ არსებობს ქალაქი, რომელიც უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, ვიდრე მილანი.

ღირსშესანიშნაობები

მილანის ღირსშესანიშნაობები საუკუნეებს ითვლის, თუმცა ალბათ მისი ყველაზე ცნობილი მონუმენტი, რომელიც თითქმის ყველა საფოსტო მარკაზე შეგხვდებათ, არის მილანის უდიდეს მოედანზე, პიაცა დელ დუომოზე, მდებარე ქალაქის უდიდესი გოთიკური ტაძარი თავისი უთვალავი ქანდაკებებით. ტაძარი თავის მხრივ რამდენიმე საუკუნისა და რამდენიმე გამოჩენილი მოქანდაკისა და არქიტექტორის ძალისხმევის შედეგია.

სფორცას ციხესიმაგრე მე-15 საუკუნეს მილანელი ჰერცოგების ყოფილია რეზიდენციაა, თუმცა ზღვაში წვეთია იმ უთვალავი რაოდენობის კოშკებთან, ციხესიმაგრეებთან და ისტორიულ სასახლეებთან შედარებით, რომელის დათვალიერებას  მილანში შეძლებთ.

ქალაქის შემოგარენში შოპინგის მოყვარულები სამოთხეში აღმოჩნდებიან. ეს არის მსოფლიოში უდიდესი შოპინგ მოლებისა და გასართობი ცენტრების ადგილი, რომელიც ყველაზე გულგრილ დამთვალიერებელსაც არ გაუცრუებს იმედებს.

აეროპორტი

მილანის მალპენზას აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც წელიწადში 25 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. იგი ქალაქის ცენტრიდან 49 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.





ბოლო კომენტარები

მარიტა

2023-12-06 12:11:06
რიანაირის ბილეთები აღარ დაიდება თუ იცით ? ადრე რა კარგი რეისები ჰქონდათ თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც...